კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ნიკოლაი პოვოროზნიკის განცხადებით, რუსი ოკუპანტები კიევის საცხოვრებელ რაიონებში ქაოტურ დაბომბვას ახორციელებენ.
მისი თქმით, დაბომბვები პრაქტიკულად მთელს ქალაქშია.
“ეს არ ექვემდებარება რაიმე სისტემას, ეს არის ქალაქის საცხოვრებელი კვარტლების ქაოტური დაბომბვა პრაქტიკულად მთელს კიევში – მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე”, – აღნიშნავს პოვოროზნიკი.
ნიკოლაი პოვოროზნიკის თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დედაქალაქის მუზეუმებში ექსპონატები დაცული იყოს, თუმცა, “რთული და შეუძლებელია” ოკუპანტების დაბომბვისგან დაიცვან ისეთი ისტორიული ძეგლები, როგორებიცაა მაგალითად, წმინდა სოფიას ტაძარი, წმინდა ანდრიას ტაძარი და კიევ-პეჩერის ლავრა.