უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი შესაძლოა, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინონ. მისი კანდიდატურა ყოფილმა და მოქმედმა ევროპელმა პარალმენტარებმა დააყენეს. ამის შესახებ ინფორმაცია ნობელის პრემიის კომიტეტის ვებ-გვერდზე გავრცელდა.
კომიტეტისთვის გაგზავნილ მიმართვაში ევროპელი პოლიტიკოსები “ისტორიული და უპრეცედენტო მოვლენების ფონზე”, კანდიდატთა წარდგენის ვადის 31 მარტამდე გახანგრძლივებას ითხოვენ, რაც ნობელის პრემიაზე ზელენსკის წარდგენას შესაძლებელს გახდის.
“მივიჩნებთ, რომ სწორედ ახლა არის დრო, უკრაინელ ხალხს ვუჩვენოთ, რომ მსოფლიო მათ მხარეს არის”, – ნათქვამია კომიტეტისადმი მიმართვაში.
როგორც ირკვევა, აღნიშნული წერილი ნოპელის პრემიის კომიტეტში 11 მარტს შევიდა და მას ხელს 36 პოლიტიკოსი აწერს.