ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

ბლინკენი: აშშ ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ პუტინი შეჩერებას აპირებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გაჩერებას და უკრაინაში ომის დიპლომატიური გზით შეწყვეტას აპირებდეს.

“ვერ ვხედავ ვერანაირ ნიშანს, რომ პუტინი მზად იყოს გასაჩერებლად. პირიქით, მის ბოლო განცხადებებს ეტყობა, რომ საპირისპირო მიმართულებით მიდის. ვერ დავინახე ვერანაირი მნიშვნელოვანი ძალისხმევა რუსეთის მხრიდან, რომ დიპლომატიური გზით შეაჩეროს ომი, რომელსაც აწარმოებს”, – ამბობს ბლინკენი.

მისი თქმით, ვაშინგტონი ყველანაირად მხარს უჭერს კიევის მცდელობას, დიპლომატიური გზით მიაღწიოს დეესკალაციას, ცეცხლის შეწყვეტას და რუსეთის ჯარების გაყვანას.

იტვირთბა....