ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მოლდოვის პრეზიდენტი: მოვითხოვთ, რუსულმა ჯარებმა დატოვონ დნესტრისპირეთი

მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ოკუპირებული დნესტრისპირეთიდან რუსი ოკუპანტების ჯარების გასვლა მოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Newsmaker ავრცელებს. მისი თქმით, ეს ყოველთვის იყო მათი მოთხოვნა და მომავალშიც იქნება.

“ჩვენ ყოველთვის მოვითხოვდით დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარების გასვლას. ჩვენ ვითხოვდით საბრძოლო მასალების უტილიზებას და მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მოთხოვნით გამოსვლას. ჩვენი მოწოდებაა ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გამოვნახოთ და სისრულეში მოვიყვანოთ დიპლომატიური, პოლიტიკური და მშვიდობიანი გამოსავალი”, – განაცხადა მაია სანდუმ.

შეგახსენებთ, მოლდოვას პრეზიდენტის ამ განცხადებას წინ უძღოდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან რუსეთის ფედერაციის მიერ მოლდოვის ტერიტორიის ნაწილის – დნესტრისპირეთის ოკუპირების შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერა.

იტვირთბა....