რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა იმ მოქალაქეებს, რომლებიც დასავლური ცხოვრების წესზე არიან ორიენტირებული, ეროვნული მოღალატეები უწოდა. მისი თქმით, დასავლეთისთვის რუსეთში სწორედ ისეთი ადამიანებია დასაყრდენი, რომლებიც “ქვეყნისთვის ზიანის მიყენებას” ცდილობენ. პუტინი აკონკრეტებს, რომ არ გულისხმობს იმ ადამიანებს, რომლებიც დასავლურ ქვეყნებში უბრალოდ, ფულს ხარჯავენ.
“რუს ხალხს ყოველთვის შეეძლება ჭეშმარიტი პატრიოტების გარჩევა ნაძირლებისა და მოღალატეებისგან და შედეგად, მათ უბრალოდ ისე გადმოაფურთხებენ, როგორც შემთხვევით პირში შეფრენილ ბუზს. ბუნებრივი და აუცილებელი პროცესია საზოგადოების ასეთი თვითგაწმენდა”, – ამბობს პუტინი.