უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ერთ დღე-ღამეში მტრის სულ მცირე 10 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს. ინფორმაციას ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
განადგურებულია სუ-34-ის ტიპის ბომბდამშენები, სამი ვერტმფრენი და ოპერატიულ-ტაქტიკური საფრენი აპარატი.
“ინფორმაცია კიდევ ერთი ჩამოგდებული თვითმფრინავისა და მისი პილოტის დაღუპვის შესახებ, ზუსტდება. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ქვედანაყოფები აგრძელებენ აქტიურ მოქმედებას, რომ ოკუპანტებს საჰაერო სივრცეზე დომინირების შესაძლებლობა არ მისცენ“, – აღნიშნავენ გენშტაბში.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს.