ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

ჯონსონი: უახლოეს მომავალში NATO-ში უკრაინის შესვლის შანსი არ არსებობს

[su_quote]გუშინ ისევ ვესაუბრე ვოლოდიმირს და რა თქმა უნდა, მესმის, რასაც ამბობს ის NATO-ზე. ყოველთვის ყველა ამას ამბობდა და პუტინსაც გარკვევით მივუთითეთ იმაზე, რომ უახლოეს მომავალში უკრაინის NATO-ში შესვლის შანსი არ არსებობს. თუმცა, გადაწყვეტილება უკრაინის მომავლის შესახებ თავად უკრაინელ ხალხსა და ვოლოდიმერ ზელენსკიზე, როგორც მათ მიერ არჩეულ ლიდერზე უნდა იყოს დამოკიდებული. ჩვენ მათ ამაში მხარს დავუჭერთ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ პუტინის აგრესია, მისი აბსოლუტურად ბარბაროსული თავდასხმა უკრაინაზე შეჩერდეს და ისე არ გამოჩნდეს, თითქოს მათ წარმატებას მიაღწიეს, ისინი ვერც მიაღწევენ წარმატებას[/su_quote]

ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გუშინდელი განცხადების კომენტირებისას გააკეთა, რა დროსაც, ზელენსკიმ თქვა, რომ “NАТО-ს კარი მათთვის ღია არ არის და ეს ქვეყანამ უნდა აღიაროს”.

იტვირთბა....