ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

ზელენსკი: დროა, ვაღიაროთ, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გახდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანამ უნდა აღიაროს, რომ НАТО-ს კარი მისთვის ღია არ არის. გამოცემა UNIAN-ის ცნობით, ამის შესახებ ზელენკიმ ბრიტანეთის გაერთიანებული საექსპედიციო ძალების (JEF) სხდომაზე, ონლაინ-ჩართვისას განაცხადა.

“გასაგებია, რომ უკრაინა არ არის NАТО-ს წევრი. ჩვენ ეს გვესმის – ადეკვატური ხალხი ვართ. წლების განმავლობაში ვისმენდით საუბრებს “ღია კარის” შესახებ, მაგრამ უკვე ისიც მოვისმინეთ, რომ იქ ჩვენ ვერ შევალთ. ეს სიმართლეა, რომელიც უნდა ვაღიაროთ. მიხარია, რომ ჩვენი ხალხი იწყებს ამ ფაქტის მიღებას და იმის გააზრებას, რომ საკუთარი თავის და პარტნიორების იმედი უნდა გვქონდეს, რომლებიც გვეხმარებიან”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა დასავლეთს უკრაინის თავზე ცის ჩაკეტვისკენ. მისი თქმით, რუსული საჰაერო ძალები თანდათანობით უახლოვდენიან ნატოს-ს საზღვრებს.

“სულ ვამბობთ, რომ ჩვენი ცა ისევე უნდა იყოს დაცული, როგორც ალიანსის წევრი ქვეყნების ცა, მაგრამ გვესმის, რომ ყოველთვის არსებობს “მაგრამ” და როგორი იქნება ალიანსის პასუხი, თუ ისინი უკვე ევროპის აღმოსავლეთ ნაწილზე გადავლენ? ღმერთმა ნუ ქნას, თუ რუსული რაკეტები, რუსული თვითმფრინავები მათი მიმართულებით გაფრინდებიან? რუსეთი თავს დაესხა ლვოვის რეგიონს, სარაკეტო დარტყმა ნატო-ს საზღვრებიდან 20 კილომენტრში განხორციელდა. რუსული უპილოტო თვითმფრინავები ალიანსის ტერიტორიაზე უკვე ჩამოვარდნენ. რუსეთის შეჩერება ჯერ კიდევ შესაძლებელია, ჯერ კიდევ შესაძლებელია, ხალხის ხოცვის გაჩერება. თქვენ ხედავთ, როგორ ვიბრძვით ჩვენ. ისინი ახლა, ჩვენს მიწაზე უნდა შეაჩეროთ, თორემ, თქვენთანაც მოვლენ”, – ამბობს ზელენსკი.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს.

 

იტვირთბა....