ახალი ამბები კორონავირუსი

ჩხაიძე: პანდემიას ახლა „თაფლობის თვე“ აქვს

პანდემიას ახლა „თაფლობის თვე“ აქვს, –  აღნიშნულის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი შემცირებისკენ მიდის ისევე, როგორც საქართველოში, თუმცა, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ მომავალი მუტაციის გაჩენის რისკი დაბალია.

“ასე ეძახიან, „თაფლობის თვე“ აქვს ახლა პანდემიას. მართლაც ასეა, შემთხვევები ნაკლებია, ყველაფერი შემცირებისკენ მიდის ისევე, როგორც საქართველოში, თუმცა, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ მომავალი მუტაციის გაჩენის რისკი დაბალია. რისკი კვლავ მაღალი რჩება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია და მოსახლეობის რაოდენობა ძალიან დიდია.

თუ შევაფასებთ, რომ ახალ ჰიბრიდულ ვარიანტს ორი სხვადასხვა მუტაციის ელემენტები აქვს წამოღებული, მოსალოდნელია, რომ ის იყოს უფრო სწრაფად გადამდები, უფრო მძიმე და ვაქცინებს წინააღმდეგობა უფრო მეტად გაუწიოს, თუმცა, ასე არ არის. დღეს ვერ ნახავთ ვერც ერთი ექსპერტის მოსაზრებას, რომელიც „დელტაკრონს“ აფასებს, როგორც პოტენციურად შეშფოთების კატეგორიის მქონე ვირუსს, რომელსაც საზოგადოებივი ჯამრთელობისთვის სერიოზული საფრთხის შექმნა შეუძლია”, – განაცხადა ჩხაიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1 099 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 ადამიანი.

იტვირთბა....