[su_quote]მინდა კიდევ ერთხელ შევეხო ეკონომიკური სანქციების თემას, რომელიც დღეს არაერთხელ გაჟღერდა. განვიხილოთ ლოგიკურად. სანქცია ნიშნავს, რომ ვის მიმართაც არის ეს სანქციები, იმ სუბიექტს უნდა შეუქმნას დისკომფორტი, ვის მიმართაცაა დაწესებული. დისკომფორტის შედეგად, ისეთი რაღაცის გაკეთება აიძულოს, რომელსაც წინააღმდეგ შემთხვევაში ის არასოდეს არ გააკეთებს არავითარ შემთხვევაში. მოდით, დაფიქრდით, რა დისკომფორტის მინიჭება შეუძლია საქართველოს აი, ამ ეკონომიკური სანქციებით? მაშინ, როდესაც თუ რუსული ბაზრიდან ჩვენი კერძო ბიზნესის მიერ წარმოებული ღვინო იქნება თუ სოფლის მეურნეობის პროდუქტები გაქრება, დარწმუნებული ვარ, შეიძლება რუსმა მომხმარებელმა ვერც შენიშნოს, რომ დახლებიდან ეს პროდუქტი გაქრა, ხოლო საქართველოს მოსახლეობა ძალიან ადვილად და იოლად იგრძნობს, როდესაც პური არ შემოვა, ხორბალი, წიწიბურა, მაკარონი, მარგარინი, მზესუმზირის ზეთი არ შემოვა და ეს პირდაპირ მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება. მერე დაიწყეთ ინფლაციაზე და ლარის გაუფასურებაზე საუბარი[/su_quote]
ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას “ქართული ოცნების” დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.