ახალი ამბები პოლიტიკა

ჩემთვის ცნობილია, რომ უკრაინის ელჩს საქართველო არც ერთი წუთით არ დაუტოვებია – მდინარაძე

ჩემთვის ცნობილია, რომ უკრაინის ელჩს საქართველო არც ერთი წუთით არ დაუტოვებია, – აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით,  ეს ფაქტი ძალიან უცნაურია.

“გადაამოწმეთ, დააზუსტეთ, მეც შევეცდები ამას.როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ მომენტისთვის მას საქართველო არც დაუტოვებია და ძალიან უცნაურია. ამ თემაზე ჩვენ ბევრ კომენტარს არც გავაკეთებთ, ინსინუაციების დრო არ არის. 100 %-იანი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ როგორც ჩემთვის ცნობილია, საქართველო არც დაუტოვებია.

რაც შეეხება გაწვევას, საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინის ხელისუფლებას დამატებით კრიტიკას ვერ დავუწყებთ, ვთქვით ერთხელ, რომ იყო ალოგიკური, იყო კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერით დაორგანიზებული ეს ყველაფერი, რბილად რომ ვთქვათ და ამ პოლიტიკურ ჯგუფს უკრაინის სამთავრობო წრეებშიც აქვთ კავშირები, საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას, ჰიბრიდული ომის მწარმოებელ და ომის პარტიას წარმოადგენენ”, – აცხადებს მდინარაძე.

იტვირთბა....