ახალი ამბები პოლიტიკა

ღარიბაშვილი განმარტავს, რატომ უთხრეს უარი პრეზიდენტს ევროპაში ვიზიტზე

[su_quote]როგორც ჩანს, სამწუხაროდ,ს აქართველოს პრეზიდენტი არის შეცდომაში შეყვენილი. მე მინდა, ვარაუდი გამოვთქვა, რომ იგი გაუგებრობაში აღმოჩნდა. აქვე მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ძალიან მალე ყველაფერი გაირკვევა და ეს კითხვებიც მოიხსნება.

ნებისმიერი საგარეო ვიზიტის შესახებ თანხმობას გასცემს მთავრობა. მაშინ როდესაც ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს, მე და მთავრობას მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავარსარდალი უნდა იყოს ქვეყანაში. ნებისმიერ საკითხს მთავრობა კონსტიტუციის მიხედვით განსაზღვრავს და შესაბამისად პრეზიდენტის ყველა ნაბიჯი შესაბამისობაში უნდა იყოს კონსტიტუციასთან. დანარჩენ ყველა საკითხს სასამართლო გამოიძიებს და სათანადო შედეგიც დადგება.[/su_quote]

 

აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

იტვირთბა....