ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩი კალაძესთან შეხვედრის შემდეგ განცხადებას აკეთებს

 

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა ჟურნალისტებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა უზრუნველყოს ენერგიის უსაფრთხო და ხელსაყრელი მიწოდება.

იანოშ ჰერმანის განცხადებით, მან შეხვედრაზე ორ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა:

“ჩვენ ორ მთავარ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. პირველი საკითხი იყო საქართველოს კავშირები “გაზრპომთან” და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან გაზის მიწოდების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. მეორე საკითხი შეეხებოდა საქართველოსა და ევროკავშირის შორის ენერგოსექტორში არსებულ თანამშრომლობას. ეს არ იყო ჩემი პირველი შეხვედრა მინისტრ კალაძესთან. ვფიქრობ, ამ კონკრეტული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია კალაძემ უნდა გაავრცელოს. თუმცა, მე მაქვს ზოგადი ინფორმაცია მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. მინდა განვაცხადო, რომ ნებისმიერი ქვეყნის მთავრობას, ამ შემთხვევაში კი საქართველოს მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა უზრუნველყოს მოსახლეობისა და ეკონომიკური სუბიექტებისთვის ენერგიის უსაფრთხო და ხელსაყრელი მიწოდება. ჩემი აზრით, ეს არის ის, რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს ამ რთულ ეკონომიკურ-პოლიტიკურ პირობებში. მე მესმის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებაში სხვადასხვა ინფორმაცია არსებობს,” – აღნიშნა ჰერმანმა, რომლის თქმითაც, ევროკავშირს საქართველოსთან ძალიან კარგი კავშირები აქვს ენერგეტიკის სფეროში.

იტვირთბა....