ახალი ამბები პოლიტიკა

ბავშვებს კოლექტიური კობახიძეების და მდინარაძეების მაგალითზე უნდა ასწავლონ, როგორი არ უნდა იყვნენ – წითლიძე

[su_quote] სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლებამ აჩვენა მხოლოდ ლაჩრობის კლასიკური მაგალითი. ზუსტად ისე, რომ სკოლაში ბავშვებს ასწავლონ, როგორი არ უნდა იყვნენ – კოლექტიური კობახიძეები და კოლექტიური მდინარაძეები.

თქვენ პარლამენტში უკრაინის დროშა გაქვთ გამოფენილი და მე თქვენ გეტყვით ძვირფასო უმრავლესობის წარმომადგენლებო, ფარისევლურია თქვენი ეს მხარდაჭერა. მთავრობას უკრაინის მხარდასაჭერად არცერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგავს. მე მინდა გკითხოთ: მაშინ როდესაც საქართველოში 25 000 რუსი შემოვიდა, რატომ ვერ მოიფიქრა ხელისუფლებამ დღემდე უკრაინელი ლტოლვილების დახმარება? დააყენეთ ჩარტერული რეისები და ჩამოიყვანეთ უკრაინელი ლტოლვილები საქართველოში. დააბინავეთ ისინი, უკრაინას ქმედითი ნაბიჯები სჭირდება და არა მხოლოდ სიტყვები.[/su_quote]

 

აღნიშნულის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ანა წითლიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იტვირთბა....