ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

დავითაშვილი: ლარმა სტაბილიზაცია, წონასწორობის წერტილის მონახვა დაიწყო

[su_quote]დღეს თავისუფალი სავაჭრო კურსი გვაქვს და დავინახეთ, რომ ლარმა სტაბილიზაცია, წონასწორობის წერტილის მონახვა დაიწყო. ვფიქრობთ, რომ დღეს ეკონომიკური პარამეტრები ზუსტად ისეთივეა, როგორც ომის დაწყებისას და ომის წინ. გვახსოვს, რამდენად გამყარებული იყო ლარი. შესაბამისად, ეს პარამეტრები არ არის სახეცვლილი. ამ მომენტისთვის, ობიექტურად, კურსი უნდა იყოს დაახლოებით იგივე წონასწორობის მიდამოებში, რაც იყო ომის დაწყებამდე. შესაბამისად, ეს ყველაფერი იყო პანიკური და ალბათ მოლოდინების ეფექტი. ამ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ მაღალ დონეზე კოორდინაციით ყველა აქტორთან და მათ შორის. იმ გადაწყვეტილებების აღსრულებით, რაც საერთაშორისო თანამეგობრობამ მიიღო იგივე საფინანსო სანქციების კუთხით, ეროვნულ ბანკთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით და კავშირით პროცესები დასტაბილურდა, დამშვიდდა[/su_quote]

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. წყარო: “ინტერპრესნიუსი”.

იტვირთბა....