დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, ქალაქი ვოლნოვახი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს.
კირილენკოს ინფორმაციით, ქალაქის მოსახლეობის (100 000 მაცხოვრებელი) ძირითადი ნაწილი ევაკუირებულია, ხოლო ინფრასტრუქტურა რუსულმა არმიამ სრულად გაანადგურა.
“რა თქმა უნდა, უდიდესი ნაწილი ევაკუირებულია და სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ვოლნოვახი თავისი ინფრაქსტრუქტურით, როგორც ქალაქი, უკვე აღარ არსებობს”, – ციტირებს TCH პაველ კირილენკოს სიტყვებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პარასკევს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქი ვოლნოვახი ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის ჯარებმა “ნაცისტებისგან გაათავისუფლეს”.