უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთში მხოლოდ ორი ადამიანი უჭერს მხარს ღიად, ომის გაგრძელებას, დანარჩენი პოლიტიკური თუ სამხედრო წოდების მქონე პირები კი, სხვადასხვა გზებით ცდილობენ საომარი მოქმედებების შეჩერებას.
როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა, კირილ ბუდანოვმა ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, ომის გაგრძელების მოწოდებებით მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ გამოდიან.
“რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის შიგნით დიდი პრობლემები დაიწყო. სინამდვილეში, ახლა მხოლოდ ორი ადამიანია ისეთი, რომელიც პირდაპირ უჭერს მხარს ომის გაგრძელებას – ესენი არიან პუტინი და შოიგუ. ყველა დანარჩენი, მის შეჩერებას ცდილობს. რუსეთის ფედერაციის გენერალიტეტიც კი, საერთო ჯამში, [ომის] წინააღმდეგ გამოდის”, – აღნიშნავს კირილ ბუდანოვი.
შეგახსენებთ, რუსეთი 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.