ბიძინა ივანიშვილმა 100 მილიონი დოლარი იზარალა – წერს შვეიცარიული პრესა. გამოცემა Handels Zeitung-ის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ინვესტიცია დაკარგა, რომელიც ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანია RAPTOR-ში განახორციელა. “კომპანიის აქციები გაუფასურდა და ზარალმა 100 მილიონს მიაღწია”, – წერს გამოცემა.
ივანიშვილის სახელით საფინანსო ოპერაციებს შვეიცარული ბანკის Credit Suisse-ის კონსულტანტი ახორციელებდა, რომელიც წინასწარ პატიმრობაშია. გამოცემის ინფორმაციით, ეს ბანკი პრო-რუსი ოლიგარქი ივანიშვილი ქონებიდან ერთ მილიარდს განკარგავს.
მომხდარს თავად Credit Suisse-ც გამოეხმაურა. განმარტებაში წერია, რომ ბანკირმა უფლებამოსილებას გადააჭარბა და ზედმეტ რისკზე წავიდა, რამაც კლიენტი დიდ დანაკარგამდე მიიყვანა.
უცხოური გამოცემის ინფორმაციით, ივანიშვილი რუსული კომპანიის „გაზპრომის“ ერთ-ერთი ძირითადი აქციონერია.