სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებლის, ნიკა თუშაბრამიშვილის პოსტმა “ფეისბუქზე” დიდი გამოხმაურება მოიპოვა. როგორც პოსტიდან ირკვევა, კახეთში უპრეცედენტო ფაქტი დაფიქსირდა:
“არ შემეძლო არ გამევრცელებინა ეს ამბავი – გუშინ თელავში დავკრძალეთ ჩემი უახლოესი მეგობარი, სახელს და გვარს არ ვწერ, რადგან არ ვიცი რამდენად ესიამოვნება მის ოჯახს. აბსოლუტურად მოულოდნელი, რევოლუციურიც კი და აღსაფრთოვანებელი იყო მისი ოჯახის გადაწყვეტილება: ოჯახმა უარი თქვა ქელეხის გადახდაზე და მთელი შემოსული თანხა გადარიცხა უპატრონო ბავშვთა სახლებში. მე ამ საქციელით ვარ აღტაცებული. ეს არის საქმეც, აწ გარდაცვლილისადმი უდიდესი სიყვარულიც და მიცვალებულის პატივისცემაც” – წერს ნიკა თუშაბრამიშვილი.