ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

ზელენსკი: თუ რუსეთი მშვიდობიანების დაბომბვას აგრძელებს, ესე იგი, სანქციები არ კმარა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი აგრძელებს ურკაინის მშვიდობიანი მოსახლეობის და ინფრასტრუქტურის განადგურებას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მის წინააღმდეგ მიღებული სანქციები საკმარისი არ არის.

“ღამით ოკუპანტები ფეხსაცმლის ფაბრიკას, მრავალბინიან სახლს და საბავშვო ბაღს ბომბავდნენ, აგრძელებდნენ მარიუპოლელების წამებას – რისი გულისთვის? მაინც რა საფრთხეს უქმნიდნენ ისინი რუსეთის სახელმწიფოს? თუ ეს ყველაფერი გრძელდება, ესე იგი, რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები საკმარისი არ არის”, – განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ პარტნიორებისგან გადაწყვეტილებებს ახალ სანქციებთან დაკავშირებით, უკვე დღესვე ელოდება.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს.

იტვირთბა....