ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

რუსეთი Facebook-ის მფლობელი კომპანიის ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას აპირებს

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს Facebook-ის, Instagram-ის და WhatsApp-ის მფლობელი კომპანიის, MetaPlatforms Inc.-ის ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადების მოთხოვნით მიმართა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროკურატურა რუსეთის მასშტაბით კომპანიის საქმიანობის აკრძალვას ითხოვს.

ამასთან, რუსეთის კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალურ სამსახურში (Роскомнадзор) მოთხოვნა გაიგზავნა ინსტაგრამზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით. ცნობისთვის, ფეისბუქზე წვდომა რუსეთში ჯერ კიდევ 4 მარტს დაბლოკეს, რასაც აღნიშნულ სოციალურ ქსელში რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი მედიების დაბლოკვა უძღოდა წინ.

ცნობისთვის, დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მეტა” რამდენიმე ქვეყანაში დროებით, სიძულვილის ენის გამოყენებად არ ჩათვლის უკრაინაში მებრძოლი რუსი ოკუპანტების, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და ბელარუსის პირველი პირის, ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ მიმართულ ისეთ პოსტებს, რომლებიც ჩვეულებრივ შემთხვევაში, კომპანიის სიძულვილის ენის პოლიტიკას დაექვემდებარებოდა და დაიბლოკებოდა.

 

იტვირთბა....