გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, კომპანია Meta მისი სოციალურის ქსელების, Facebook-ისა და Instagram-ის საშუალებით უკრაინაში, რუსეთსა და პოლონეთში დროებით, სიძულვილის ენად არ ჩათვლის უკრაინაში შეჭრილი რუსეთის არმიიის მისამართით ძალადობისკენ მოწოდებებს. ამასთან, აღნიშნულ ქვეყნებში, სიძულვილის ენად არ იქნება აღქმული და შესაბამისად, არ დაიბლოკება ის პოსტები, რომლებშიც ინტერნეტმომხმარებლები რუსეთის და ბელარუსის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინს და ალექსანდრე ლუკაშენკოს სიკვდილს უსურვებენ. თუმცა, აქვე აღნიშნუალია, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი მოწოდება არ შეიცავს სიკვდილის მეთოდს, მასში ნახსენები არაა სხვა სამიზნეები და კონკრეტული ადგილმდებაროება.
“დროებით ხელმისაწვდომი გავხადეთ პოლიტიკური გამოხატვის ის ფორმები, რომლებიც ჩვეულებრივ სიტუაციაში ჩვენი წესების დარღვევად ჩაითვლებოდა, მათ შორის, სისასტიკის შემცველი რიტორიკა, როგორიცაა მაგალითად – “სიკვდილი რუს დამპყრობლებს”, – ნათქვამია “მეტას” განცხადებაში.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ რუსი სამოქალაქო პირების მისამართით მსგავსი გამონათქვამები დასაშვები არ იქნება.