ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

კალაძე: 2008 წლის რეზოლუცია თავზე უნდა დაახიო ყველას, ვინც ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი

[su_quote]სამარცხვინოა, რაც მათ იკადრეს. დღეს გამოდიან და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გველაპარაკებიან. ის რეზოლუცია, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, თავზე უნდა დაახიო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. თქვენ იცით, რა წერია ამ რეზოლუციაში. ჩვენი სამხედროები დაადანაშაულეს, თითქოს ცხინვალი ჩვენი მხრიდან დაიბომბა. სამარცხვინოა. დღეს ეს ადამიანები გამოდიან და პატრიოტიზმზე გვესაუბრებიან[/su_quote]

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც დაინტერესდა – “ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, როგორ შეაფასებს ფაქტს, რომ “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც ნათქვამი იყო, რომ ომი ქართულმა მხარემ დაიწყო“.

ცნობისთვის, ჰააგის სასამართლომ 2008 წლის ომის საქმეზე 3 ოსი მაღალჩინოსნის დაკავების ორდერი გასცა. 

იტვირთბა....