ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჰააგის სასამართლომ 2008 წლის ომის საქმეზე 3 ოსი მაღალჩინოსნის დაკავების ორდერი გასცა

ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის ომის საქმეზე ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის 3 ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების ორდერი გასცა. ესენი არიან: მიხაილ მინძაევი, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის “შინაგან საქმეთა მინისტრი” იყო 2005-2008 წლებში; გამლეტ გუჩმაზოვი, რომელიც აგვისტოს ომის დროს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსის ფუნქციას ასრულებდა და დავით სანაკოევი, რომელიც 2008 წელს “ომბუდსმენი” იყო.
როგორც ჰააგის სასამართლოს პროკურორი, კარიმ ხანი აცხადებს, ზემოთხსენებულ პირები წამებაში, არაადამიანურ მოპყრობაში, ადამიანთა მძევლად აყვანა და უკანონო გადაყვანაში, პირადი ღირსების შელახვასა და უკანონო დაპატიმრებებში არიან ბრალდებული.
იტვირთბა....