დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი შიშობს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს.
როგორც ჯონსონმა Sky News-ს განუცხადა, აღნიშნული რუსეთის თამაშის წესებში შედის.
“ის, რაც ქიმიური იარაღის შესახებ გვესმის, რუსეთის თამაშის წესებში შედის – როცა ისინი იწყებენ იმაზე საუბარს, რომ არსებობს ქიმიური იარაღები, რომლებიც მათ მოწინააღმდეგეებს ან ამერიკელებს აქვთ შენახული. ვშიშობ, ალბათ, ქიმიურ იარაღს თავად გამოიყენებენ, მზად ექნებათ შესანიღბი ცრუ ისტორია”, – განაცხადა ჯონსონმა.