ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაზით გარდაცვლილი გოგონა 7 თვის ფეხმძიმე იყო

ნაძალადევის რაიონში ბუნებრივი აირით გარდაცვლილი ცოლ-ქმრის ვინაობაა: 31 წლის ზაზა ხუხუნაიშვილი და 26 წლის შორენა აბულაძე. შორენა აბულაძე წარმოშობით ტყიბულიდან იყო, ხოლო ზაზა ხუხუნაიშვილი თბილისიდან. მათი ცხედრები პროზექტურაში გადაასვენეს.

ცოლ-ქმარი ხორნაბუჯის ქუჩაზე მდებარე კორპუსში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. წყვილი 2015 წლის 25 აპრილს დაქორწინდა. გარდაცვლილი გოგონა 7 თვის ორსული იყო. ზაზა ხუხუნაიშვილი „იბერია ბიზნეს ჯგუფში“ მუშაობდა, შორენა აბულაძე კი აღსრულების ეროვნულ ბიუროში. უბედური შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

ცოლ-ქმართან კონტაქტი ვერ მოხერხდა და მეზობლებმა სამაშველო სამსახურში დარეკეს. ადგილზე მისულმა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა კარი შეამტვრიეს, მათ სახლში გარდაცვლილი ცოლ-ქმარი დახვდათ.
 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

 

წყარო:  kvira.ge

 

 

იტვირთბა....