ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

“რუსი ჯარისკაცები, რუსული ხომალდის კვალს გაყვნენ, სანამ გვიან არაა” – უკრაინის თავდაცვის მინისტრი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსეი რეზნიკოვ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები სამუშაო ადგილებზე არიან და მუშაობას განაგრძობენ.

“საღამო მშვიდობისა, ჩვენ უკრაინაში ვართ. პრეზიდენტი, ქვეყნის ხელმძღვანელობა, მთავრობის წევრები, ყველა თავის სამუშაო ადგილზეა. ვიცით, ეს როგორი საწყენია რუსეთისთვის.  მე ვურჩევ თითოეულ რუს ჯარისკაცს, რომ რუსული ხომალდის კვალს გაყვნენ, სანამ გვიან არაა. სხვათაშორის, უკრაინა რუსეთის კაპიტულაციას გაგებით მოეკიდება,” – წერს ოლექსეი რეზნიკოვი “ტვიტერში”.

 

იტვირთბა....