10 მარტის მონაცემებით, უკრაინაში, რუსეთის შეჭრიდან დღემდე, 71 ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინის სახალხო დამცველი ავრცელებს.
ლუდმილა დენისოვას თქმით, დაშავდა 100-ზე მეტი ბავშვი.
ომბუდსმენი NATO-ს ქვეყნებს სთხოვს, უკრაინაში რუსული ტერორიზმი შეაჩეროს.
“დაჟინებით ვთხოვ NATO-ს ქვეყნებს, დაეხმარეთ რუსული ტერორიზმის შეჩერებას – დახურეთ ცა უკრაინის თავზე”, – წერს სახალხო დამცველი.