უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსი ოკუპანტები მათ ქალაქებს არამარტო ანადგურებენ, არამედ, ჰუმანიტარულ კატასტროფასაც იწვევენ.
“გული მიკვდება იმის გამო, რაც დამართეს ოკუპანტებმა ჩვენს ქალაქებს, გულს მიკლავს ის, რაც მათ სურთ, რომ ჩვენს ხალხს დამართონ – ადამიანებს, რომლებსაც სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება”, – ამბობს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პირობას დებს, რომ ომის შემდეგ, ყველა დანრგრეულ ქალაქს საუკეთესო პროექტების მიხედვით აღადგენენ.
“ომის შემდეგ, ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ყველაფერს თავიდან ავაშენებთ, რაც მტერმა დაანგრია. ამას ძალიან სწრაფად გავაკეთებთ და ძალიან ხარისხიანად. ყველა დაზარალებული ქალაქის აღსადგენად სპეციალური სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება. უკვე გავეცი ბრძანება, რომ ამისთვის მზადება დაიწყოს. საუკეთესო არქიტექტორები, საუკეთესო კომპანიები, საუკეთესო პროექტები – ყველა ქალაქისთვის. პირობას ვდებ, ყველა დანგრეული საავადმყოფო, უნივერსიტეტი, სასახლე, ბიბლიოთეკა აღდგება”, – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რუსეთი 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს და მასობრივად ბომბავს ქალაქებს და დასახლებულ კვარტლებს.