საქართველოში თამბაქოზე დეფიციტი შეიქმნება, – აღნიშნულის შესახებ ეკონომისტმა, ოთარ აბესაძემ “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ფასებმა შესაძლოა მოიმატოს უალკოჰოლო და ალკოჰოლიან სასმელებზე.
“ეს არის ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი, რადგან საქართველოში შაქრის ძირითადი მომწოდებელი არის აზერბაიჯანი და არანაირი დეფიციტი არ იქნება. იგივეს თქმა შემიძლია მარილზეც. ფასები მოიმატებს მხოლოდ უალკოჰოლო სასმელზე და ჩვეულებრივზე მხოლოდ 15-20%-ით. სხვა მარაგების შევსება მოხდება უპრობლემოდ.
საფუძვლიანია მხოლოდ ის აზრი, რომ თამბაქოს ფასები გაიზრდება და შეიქმნება დეფიციტი. ამის მიზეზია ის, რომ საქართველო ამ მხრივ მარაგდებოდა უკრაინიდან და ამ დროისთვის არ არსებობს პორტები, საიდანაც ის შემოვა. თამბაქოზე ნამდვილად იქნება დეფიციტი. ამის გარანტია შემიძლია მოგცეთ”, – აცხადებს აბესაძე.