aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

საფრთხე არა მხოლოდ უკრაინის საჰაერო სივრცეს, არამედ შეიძლება მთელ ევროპას შეეხოს – ლავროვი

უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას რაც შეეხება, ვხედავთ, თუ რამდენად სახიფათოდ მოქმედებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ევროკავშირი ყველა თავისი პრინციპის და ე.წ. ღირებულებების დარღვევით ახალისებს ლეტალური იარაღის უკრაინისთვის მიწოდებას – ათასობით გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომელთა გადატანაც ყველგან არის შესაძლებელი.

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტერორისტები მათ ძალიან ხშირად იყენებდნენ იმისათვის, რომ სამოქალაქო ავიაციაციისთვის საფრთხე შეექმნათ. სად მოხდება ამ გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების გადატანა, ამ კითხვას ჩვენს კოლეგებს ევროკავშირში ვუსვამთ.

როდესაც ისინი ინტერესდებიან იმით, თუ როგორ უნდა დასრულდეს უკრაინაში რუსეთისადმი საფრთხისა და მუქარების შემცველი პოლიტიკა, რომელიც ბევრი წლის განმავლობაში ყალიბდებოდა, მათ პასუხი არ აქვთ. ეს საფრთხე და რისკი სამოქალაქო ავიაციისთვის მრავალი წლის განმავლობაში იარსებებს და ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინის საჰაერო სივრცეს, აღნიშნული საფრთხე შეიძლება მთელ ევროპას შეეხოს.

 

აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრი შემდეგ განაცხადა.

იტვირთბა....