ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ჩვენ არც უკრაინას დავსხმივართ თავს და არც სხვა ქვეყნებს – ლავროვი კულებასთან შეხვედრის დეტალებზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ მოლაპარაკებები ძირითადად ჰუმანიტარულ საკითხებს შეეხებოდა.

ლავროვის თქმით, ბელარუსში უკრაინულ მხარეს შეთანხმების ოფიციალური დოკუმენტი წარუდგინეს.

“თურქმა კოლეგებმა უკრაინული კრიზისის დაძლევასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შემოგვთავაზეს, რომელსაც დავეთანხმეთ. თავიდანვე შევთანხმდით, რომ ამ მოლაპარაკებების ფორმატი უნდა ყოფილიყო ჰუმანიტარული საკითხები და უკრაინული მხარე ამას სხვა მიზნებისთვის არ გამოიყენებდა.

როგორც ვიცით სხვა ომთან დაკავშირებულ საკითხებზე მოლაპარაკებები ბელარუსში მიმდინარეობს. ჩვენ დღეს გვქონდა საუბარი ჰუმანიტარულ საკითხებზე….ვესაუბრეთ უკრაინელ კოლეგებს იმასთან დაკავშირებით თუ, როგორ შეუძლიათ მშვიდობიან მოქალაქეებს შეძლონ სამშვიდობოს გასვლა. უკრაინელი სამხედროები იყენებენ მშვიდობიან მოსახლეობას, რომ მათ ალყიდან გამოსვლა მოახერხონ.

ვგეგმავთ თუ არა სხვა ქვეყნებზე თავდასხმას?! ჩვენ არ ვგეგმავთ სხვა ქვეყნებზე თავდასხმას. ჩვენ არც უკრაინას დავსხმივართ თავს. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ: შეიქმნა სიტუაცია, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას”.

ბელარუსში შეხვედრისას წარვადგინეთ ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც შეთანხმების სხვადასხვა  დეტალები იყო გაწერილი. უკრაინულმა დელეგაციამ კიევში წაიღო და ჩვენ პასუხს ველოდებით. არ გვინდა უკრაინა რაიმე არაოფიციალური დოკუმენტის საფუძველზე “გამოძვრეს” სიტუაციიდან”, – განაცხადა ლავროვმა.

ცნობისთვის, დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთ-უკრაინის დიპლომატებს შორის შეხვედრამ შედეგი არ გამოიღო და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ შედგა.

იტვირთბა....