მოვუწოდებდი თითოეულ მოქალაქეს, რომ მარაგების კეთებას აზრი არ აქვს, ლოგისტიკა მუშაობს”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში პროდუქტის საკმარისი მარაგია და მისივე თქმით, არც შემოდინებას ემუქრება საფრთხე.
“მოსახლეობამ პანდემიის დროს იხილა, რომ პანიკა აზარალებთ მხოლოდ მათ, სინამდვილეში არ იქნებოდა დეფიციტი არც ერთ პროდუქტზე. საქართველოში გეორგაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, გამომდინარე ბევრი სხვა ფაქტორიდან, ყოველთვის არსებობს გარკვეული გარდამავალი მარაგი, სხვადასხვა პროდუქტის, ეს არის როგორც წესი, ორ თვემდე მარაგებიც კი, თითქმის ყველა ბიზნესოპერატორს აქვს. შესაბამისად, დღეს, როდესაც ვხედავთ დაცარიელებას დახლების, ეს არის მიწოდების ჯაჭვში ჩავარდნები, პანიკიდან გამომდინარე, როდესაც მებითუმე, მოვაჭრე, საცალო მოვაჭრე თუ იმპორტიორი, ვერ ასწრებს ამ პანიკური მოთხოვნის დაკმაყოფილებას, მაშინ, როდესაც ამა თუ იმ პროდუქტის მარაგი არის და მომავალ შემოდინებებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ეს სამწუხაროდ იწვევს სპეკულაციებს, მოსახლეობის დაზარალებას. მოვუწოდებდი თითოეულ მოქალაქეს, რომ ამ შემთხვევაში მარაგების კეთებას აზრი არ აქვს, ლოგისტიკა მუშაობს”, – აღნიშნა დავითაშვილმა.