ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

ზახაროვა: რუსეთის “სპეცოპერაცია” არ არის მიმართული უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების მიზანს არ წარმოადგენს უკრაინის ოკუპაცია, მისი სახელმწიფოებრიობის დანგრვა, ანაც, ხელისუფლების დამხობა. ზახაროვას მტკიცებით, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი არც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ არის მიმართული.

“უკრაინაში “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზანი არის დონეცკის და ლუგანსკის “რესპუბლიკების” დაცვა, უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია და რუსეთის წინაშე არსებული სამხედრო საფრთხის აღმოფხვრაა, რაც უკრაინის ტერიტორიიდან მოდის NATO-ს წევრი ქვეყნების მიერ მისი იარაღით მომარაგების გამო. ამ “სპეცოპერაციის” მიზნებში არ შედის არც უკრაინის ოკუპაცია, არც მისი სახელმწიფოებრიობის დანგრევა და არც ხელისუფლების დამხობა. ის არც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ არ არის მიმართული”, – განაცხადა ზახაროვამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, 474 სამოქალაქო პირი დაიღუპა, 861 კი დაიჭრა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაციით, ეს მხოლოდ დადასტურებული შემთხვევებია და სავარაუდოდ, მსხვერპლი გაცილებით დიდია. ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, შემთხვევების უმეტესობა დასახლებულ პუნქტებში ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებას უკავშირდება.

იტვირთბა....