გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან, 24 თებერვლიდან 474 სამოქალაქო პირია დაღუპული, ხოლო დაჭრილია 861 ადამიანი.
ორგანიზაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ ეს მხოლოდ დადასტურებული შემთხვევებია და რეალური რიცხვი შეიძლება გაცილებით მეტი იყოს.
“ვთვლით, რომ რეალური ციფრები შეიძლება გაცილებით მეტი იყოს, რადგან ბევრი ცნობა იმ ადგილებიდან, სადაც ასეთი შემთხვევები მოხდა, დამატებით დადასტურებას საჭიროებს; ისეთი ადგილებიდან მიღებული ინფორმაცია, სადაც საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, დაგვიანებით მოდის”, – განმარტავენ ორგანიზაციაში.
ამასთან, გაეროს ცნობით, სამოქალაქო პირებში სიკვდილის და დაჭრის შემთხვევების უმეტესობა ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებას უკავშირდება.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრიანის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან ომს 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს.