ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს და მიღწეული პროგრესი შეაფასეს.

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ბოლო წლებში, საქართველომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან დაახლოების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ეს გიორგი კვირიკაშვილის პირველი შეხვედრა იყო ამ რანგში იენს სტოლტენბერგთან.

”ვისაუბრეთ მოახლოებულ ვარშავის სამიტზე. ასევე ვისაუბრეთ მომავალ თავდაცვის მინისტერიალზე, რომელიც გაიმართება თებერვალში და სადაც შედგება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც. ეს იყო ბრწყინვალე შეხვედრა და მე ვგეგმავ საქართველოსთან თანამშრომლობის გაგრძელებას ”- განაცხადა NATOს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

იტვირთბა....