სოციალურ ქსელში უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნის თხოვნით მიმართავს.
“მიხეილ სააკაშვილი უკრაინას სჭირდება! ხშირად მეუბნებიან “იმედია შენ და შენი ოჯახი კარგად ხართ”
მე ვპასუხობ! როგორ შეიძლება მე და ჩემი ოჯახი ვიყოთ კარგად??!??? ჩემი ოჯახის ნაწილი – მიხეილ სააკაშვილი თითქმის 6 თვეა ქართულ ციხეში იმყოფება. კრემლის პირადი პატიმარი, მაგრამ საქართველოში ჩასმული! ახლა მთელი ყურადღება უკრაინაზეა ორიენტირებული, მაგრამ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი ორ კვირაზე მეტია შიმშილობს და მის მიმართ ადამიანურ მოპყრობასა და საქართველოს ფარგლებს გარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს! მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოს მთავრობას თხოვნით მიხელ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნის! და ჩვენ უკრაინას ძალიან სჭირდება ის! განსაკუთრებით ახლა, როგორც არასდროს!”, – წერს იასკო.
იასკოს თქმით, მას სჯერა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, სწორ პოზიციას დაიკავებს უკრაინის მხარდასაჭერად.
“ნუ გეშინიათ მაიკლის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაშვების! ვიცი, რომ არ გჯერათ.. მაგრამ დამიჯერეთ, მან ზუსტად იცის, რომ ახლა მისი ადგილი არის იქ – უკრაინის დასახმარებლად!
გაათავისუფლეთ პუტინის პირადი პატიმარი მიხეილ სააკაშვილი თქვენი ქვეყნის ტყვეობიდან! ამ ნაბიჯით კარგს იზამთ! და შენ გადაარჩენ სიცოცხლეს! და ასევე დაეხმარეთ ათასობით უკრაინელს!
პუტინის ტყვეობაში საქართველოში, მიხეილ სააკაშვილის ყოფნა, საქართველოს სირცხვილია! გაუშვით უკრაინაში, საქართველოს ფარგლებს გარეთ!”, – წერს იასკო.