ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“მოიხსენით თეთრი ხელთათმანები” – ელენა ზელენსკაია ღია წერილს ავრცელებს

უკრაინის პირველმა ლედიმ, ელენა ზელენსკაიამ საზოგადოებას ღია წერილით მიმართა და პარტნიორ ქვეყნებს დახმარებისკენ მოუწოდა.

ელენა ზელენსკაიას თქმით, უკრაინის საჰაერო სივრცე უნდა დაიხუროს და საზოგადოებამ თეთრი ხელთათმანები უნდა მოიხსნას.

“მთელი მსოფლიოს მედიასაშუალებები ინტერვიუს მთხოვენ. მინდა ამ წერილით ყველას ერთდროულად გიპასუხოთ. ეს არის ჩემი სათქმელი უკრაინიდან.

ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ჩემი ქვეყანა მშვიდობიანი იყო.  ქალაქები და სოფლები ყოველდღიური ცხოვრების ხალისით იყო სავსე. 24 თებერვალს უკვე ფართომასშტაბიანი ომის პირობებში გავიღვიძეთ. ტანკებმა გადმოკვეთეს უკრაინის საზღვარი, თვითმფრინავები შემოიჭრნენ ჩვენს საჰაერო სივრცეში. ქალაქები სარაკეტო დანადგარებით იყო გარშემორტყმული.

მოწმე ვარ: კრემლის მიერ უკრაინაში შემოჭრა არა სამხედრო ოპერაცია, არამედ მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაა.

ყველაზე ცუდი ისაა, რომ კითხულობ ინფორმაციას ბავშვების გარდაცვალების შესახებ. ახტირკის ქუჩაზე გარდაცვლილი რვა წლის ალისა, რომლის ბაბუამაც სხეულით სცადა მისი დაცვა. ან პოლინა რომელიც მშობლებთან ერთად დაიღუპა სროლის დროს. ან 14 წლის არსენიჯე – დედაქალაქის ერთ დროს მშვიდ გარეუბანში ბიჭს თავში ნამსხვრევი მოხვდა და კლინიკამდე ვერ მიაღწია.

ამ ყველაფრის შემდეგ თუ რუსეთის კიდევ იტყვის რომ “მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ომს არ აწარმოებს”. მე ვიქნები პირველი ვინც მას შეეწინააღმდეგება. ჩვენი ქალები და ბავშვები ახლა სარდაფებსა და თავშესაფრებში ცხოვრობენ. დარწმუნებული ვარ ყველამ ნახეთ კიევისა და ხარკოვის მეტროები.

ვიღაცისთვის ეს მხოლოდ კადრებია, უკრაინელებისთვის კი ახალი ცხოვრება და რეალობაა. ჩვენი შვილები გაკვეთილებს თავშესაფრებში სწავლობენ. ასევე იბადებიან მიწისქვეშა სამშობიაროში. ომის პირველმა შვილმა, დაინახა არა მშვიდობიანი ცა, არამედ სარდაფის ბეტონის ჭერი, შემოჭრის პირველ დღეს დაიბადა. ახლა უკვე რამდენიმე ათეული ბავშვია, რომლებსაც ცხოვრებაში მშვიდობა არ უნახავთ. ჩვენი გზები გადაჭედილია.

ქალაქების მოსახლეობა სავსეა სასოწარკვეთილებით. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ინვალიდის ეტლით მოსარგებლე, ავადმყოფი და მარტოხელა მოხუცები შორს არიან ნათესავებისგან და ისინი მათ ვერაფრით დაეხმარებიან.

ასეთების წინააღმდეგ ომი ორმაგი დანაშაულია!
ჩვენი გზები სავსეა ლტოლვილებით – ბევრ თქვენს ქვეყანაში უკვე ჩანს ტკივილით დაღლილი ქალები და ბავშვები. კაცებს ისინი საზღვრებზე გადაჰყავთ და თვითონ ბრძოლას უბრუნდებიან.
ბოლოს და ბოლოს უკრაინელები არ დანებდებიან მიუხედავად ამ საშინელებებისა.

ოკუპანტს სჯეროდა, რომ უკრაინის ქალაქებს დაიპყრობდა, მაგრამ მათ არა მხოლოდ უკრაინის ჯარი, არამედ მთლიანად უკრაინის მოსახლეობა შეებრძოლა.

სხვადასხვა პოლიტიკური მრწამსის, რელიგიისა და ეროვნების უკრაინელი ერთიანდებიან მტრის წინაშე ისე, როგორც არასდროს.

კრემლის პროპაგანდისტები აცხადებდნენ, რომ უკრაინელები მათ ყვავილებით მიესალმებოდნენ, როგორც განმათავისუფლებლებს, მაგრამ უკრაინელებმა მათ მოლოტოვის კოქტეილები დაახვედრეს.

თავდასხმის ქვეშ მყოფი ქალაქების მაცხოვრებლები სოციალურ ქსელებში თანხმდებიან და მარტოხელებს ეხმარებიან, საკვებს ამზადებენ, მედიკამენტებს აგროვებენ. ისინი უბრალოდ აკეთებენ თავიანთ საქმეს – აფთიაქებში, ბიზნესებში, ტრანსპორტში, საჯარო სამსახურებში – რათა ცხოვრება გაგრძელდეს და საბოლოოდ გაიმარჯვონ.

მადლობას ვუხდი ყველას, ვინც უკრაინელი ჯარს შეუერთდა და მოხალისედ წავიდა, რათა თავდამსხმელის გეგმები აღკვეთოს.

მოწმე ვარ: მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელი მალავს, რუსეთის მხარეს სამხედრო დანაკარგები ათასებშია. რუსეთიდან დედებისთვის ცხელი ხაზი დავაწესეთ, რათა იცოდნენ, რომ მათი ვაჟიშვილები სამხედრო წვრთნაში კი არ არიან, როგორც კრემლი იუწყება, არამედ უკრაინის დაპყრობის მცდელობაში იღუპებიან.

მოწმე ვარ: უკრაინას მშვიდობა სურს! მაგრამ უკრაინა დაიცავს თავის საზღვრებს და იდენტობას… არასოდეს არ გამოაცხადებს კაპიტულაციას.

რა გვჭირდება და რაზეც ვლაპარაკობთ მთელ მსოფლიოში – დახურეთ ზეცა! ბოლოს და ბოლოს მოიხსენით თეთრი ხელთათმანები, ნეიტრალიტეტს მაინც ვერ შეინარჩუნებთ. იმიტომ რომ შემდეგ ჯერზე პუტინი შეიძლება მოვიდეს თქვენთან.

დახურეთ ზეცა, დედამიწაზე ჩვენ მარტო ვერ გადავრჩებით.

ქალაქებში, სადაც ხანძარი გრძელდება, სადაც ხალხი ნანგრევების ქვეშაა და დღეების განმავლობაში სარდაფებიდან ვერ გამოდიან… უსაფრთხოების დერეფნები გვჭირდება ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის და მშვიდობიანი მოსახლეობის ტრანსპორტირებისთვის.

ამასთან დაკავშირებით, გთხოვთ, გაგვიწიოთ ჰუმანიტარული დახმარება და მადლობა გადაუხადოთ მათ, ვინც ამას უკვე აკეთებს და კიდევ იმათ ვინც ჩვენს ქალებს და ბავშვებს იცავს.

მადლობას ვუხდი ყველა ქვეყნის ხალხს, რომლებიც იკრიბებიან უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენ ამას ვხედავთ და ვაფასებთ! თქვენ საოცრებები ხართ!

მივმართავ ღირსეულ მედიას: გააგრძელეთ, აჩვენეთ რა ხდება უკრაინაში და აჩვენეთ სიმართლე იმ საინფორმაციო ომში, რომელიც რუსეთის ფედერაციამ წამოიწყო, ყველა ინფორმაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ამ წერილით მეც ვამოწმებ და მინდა მსოფლიოს გავაგებინო: მხოლოდ უკრაინაში არ არის ომი “სადღაც იქ”. ეს არის ომი ევროპაში და ევროკავშირის საზღვრებზე.

უკრაინა აჩერებს ბოროტ ძალას, რომელსაც შეუძლია ხვალ ყველაზე აგრესიულად შემოიჭრას თქვენს ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენის პრეტესტით.
თუ არ შევაჩერეთ პუტინი, რომელიც ბირთვული ომით იმუქრება, მსოფლიოში უსაფრთხო ადგილი აღარ იქნება.

კოშმარი, რომელიც დღეს არის, ერთი კვირის წინ გადაჭარბებულად ჩანდა, თუმცა დღეს უკვე რეალობაა, რომელშიც ამჟამად ვცხოვრობთ…არ ვიცით როდემდე გაგრძელდება, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ ახლოს ვართ და იარაღი გვაქვს… ამ იარაღს ერთიანობა ჰქვია. უკრაინის სიყვარულის ერთობა. დიდება უკრაინას”, – წერს ელენა ზელენსკაია.

იტვირთბა....