ახალი ამბები მთავარი სამართალი

მოკლული პროკურორის ავტომობილი ნუცუბიძეზე იპოვეს  

ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე ნაპოვნი E კლასის Mercedes მოკლულ პროკურორს, ვახტანგ ქირიას ეკუთვნის.  ეს ინფორმაცია შსს-მ დაადასტურა.

ავტომობილი ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე ადგილობრივებმა რამდენიმე დღის წინ შენიშნეს, მათ არ იცოდნენ ვის ეკუთვნოდა მანქანა და ვინ დააყენა.

ნუცუბიძეზე ექსპერტ-კრიმინალისტები და გამნაღმველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია. მანქანა სპეციალურ ავტოსადგომზე გადაიტანეს. ის არ არის დაზიანებული, მხოლოდ უკანა საბურავია დაშვებული.

შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს გაუჩინარებული პროკურორი შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 16 იანვარს იპოვეს მოკლული, რადიო საქართველოს ხმის დამფუძნებლის, ბიძინა კუჭავას მიერ დაქირავებულ ბინაში. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

იტვირთბა....