ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება უკრაინის ომი

ჩვეულებრივი ხალხისთვის, უკრაინაში აპოკალიფსური სიტუაციაა – იენ უოტსონი

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლის, იენ უოტსონის განცხადებით, უკრაინაში მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციაა.

“ჩვეულებრივი ხალხისთვის, ეს უბრალოდ აპოკალიფსური სიტუაციაა. მათ უთავდებათ პირველადი საჭიროების საგნები. ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანების გადასარჩენად დახმარებამ ჩააღწიოს. არის თუ არა ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი? – ერთმნიშვნელოვნად, კი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰუმანიტარული დახმარება რაც შეიძლება სწრაფად მიეწოდოს მარიუპოლს და სხვა ქალაქებს, რომლებიც ახლა კონფლიქტის ეპიცენტრში იმყოფებიან”, – ამბობს უოტსონი.

შეგახსენებთ, რუსეთი 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს. გაეროს მონაცემებით, საომარ მოქმედებებში 474 მშვიდობიანი ადამიანის დაღუპვა დასტურდება.

 

იტვირთბა....