ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

ლარი საგანგაშო ნიშნულს უახლოვდება: ეკონომისტები საკრედიტო კრიზისსაც არ გამორიცხავენ

 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურის დაადგინა ხვალ 22 იანვარს ეროვნული ვალუტა ერთი პუნქტით დოლართან კიდევ ერთხელ გაუფასურდა, ანუ ხვალ ერთი დოლარი 2.44 ლარი ეღირება.

ოფიციალურ კურსთან შედარებით სავალუტო ჯიხურებსა და კომერცეულ ბანკებში დოლარი კიდევ უფორ ძვირი ღირს.

რამდენიმე თვის წინ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა და წარსულში ყოფილი პრემიერ-მინისტის ბიძინა ივანიშვილის მთავარმა ბანკირმა ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ თუ ლარის ოფიციალური კურსი 2.50 ლარი გახდა, ეს მძიმედ დააწვება მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს.

თუ ასე გაგრძელდა დოლარის გამყარების პროცესი, ჯავახიშვილის მიერ დასახელებულ მაქსიმუმს ეროვნული ვალუტა მალე მიაღწევს.

დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა ვალუტის ამგვარ გაუფასურებას საგანგაშო უწოდა. მელიქიშვილმა „მეტრონომთან“ მთავრობისთვის წარდგენილ გეგმაზე ისაუბრა, რომელიც მისი მტკიცებით ამ მძიმე სიტუაციიდან გამოიყვანს ქვეყანას.

„ჩვენ წარდგენილი გვაქვს საზოგადოებისთვისა და უშუალოდ  მთავრობისთვის იმ კომპლექსური გეგმის განხორციელების აუცილებლობა, რომელზეც ჩვენ ვიმუშავეთ შესაბამის სპეციალისტებთან ერთად . ბუნებრივია, ჩვენი მოწოდება სწორედ იმას ემსახურება, რომ მთავრობამ ხელი აიღოს ზერელე განცხადებებზე. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ზერელე განცხადებები უშუალოდ ახდენს ეკონომიკის შემცირებასა და ლარის გაუფასურებაზე გავლენას, რაც შემდეგ ჩვენს მოსახლეობას აწევს ტვირთად. განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც კრედიტები აქვს გამოტანილი და პროცენტების დაფარვა უწევთ, ხელშეკრულებით უშუალოდ ბანკებიდან აქვთ კრედიტები აღებული და ავტომატურ რეჟიმზე აქვთ საპროცენტო თანხის ჩამოჭრა კომერციულ ბანკებში გაცილებით მაღალი კურსია. აქედან გამომდინარე გადასადგმელია სასწრაფოდ ისეთი ნაბიჯები, რომელიც ხელს შეუწყობს ექსპორტის გაზრდას, ინვესტიციების მოზიდვას. ჩვენ შევთავაზეთ მთავრობას გადასახადების შემცირება, მოგების გადასახადის გაუქმება, ამის პარალელურად იმ უაზრო ხარჯების შეკვეცა, რომელიც ბიუჯეტშია გათვალისწინებული. ევროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 2014 წლის 25 ნოემბრიდან მოყოლებული დღემდე გაყიდა დაახლოებით 400 მილიონი ღირებულების ვალუტა, ისე, რომ ერთი დოლარის შესყიდვა ვერ განახორციელა. ეკონომიკამ და ბაზარზე არსებულმა სიტუაციამ ამის საშუალება არ მისცა. ეროვნული ბანკის რეზერვების იმედად ყოფნა არ შეიძლება. ჯერჯერობით მთავრობის მოქმედება ლარის გამყარების კუთხით მხოლოდ ზეპირი განცხადებებით შემოიფარგლება“. – აცხადებს მელიქიშვილი.

„მეტრონომთან“ ვალუტის მდგომარეობა პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემაც შეაფასა.

„ლარის კურსის მდგომარეობა კი არა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაა საგანგაშო. ამის ილუსტრირება ხდება იმით, რაც ემართება ლარს და ეს დღეს და გუშინ არ ხდება წელიწადნახევაირია, რაც ამ პროცესებს ვუყურებთ. აქედან გამოსავალი ერთადერთია, ქვეყანამ უნდა შეიმუშაოს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა. სწორი ეკონომიკური პოლიტიკა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვნად შესამცირებელი საგადასახადო ტვირთი. გარდა ამისა, შესამცირებელია ბიუროკრატიული ხარჯები. ბიუჯეტი დღეს თუ არის დაახლოებით 16 მილიარდი კონსოლიდირებული, შესამცირებელია მილიონ რვა მილიარდ ლარამდე მაინც. სოციალური ხარჯების მიზნობრიობა უნდა განისაზღვროს, ეს უნდა იხარჯებოდეს მხოლოდდამხოლოდ გაჭირვებულ ადამიანებზე. ქვეყანაში დაშვებული უნდა იქნას თავისუფალი სავალუტო რეჟიმი, რაც ნიშნავს, იმას, რომ ქვეყანაში გაჩნდება სანდო ვალუტა. ამასთანავე ეს ხელს შეუწყობს ინვესტიციების შემოდინებას. რაც შეეხება ვალუტის კურსს 2.50-ზე დადგება კრიტიკული სიტუაცია თუ 2.45-ზე, ამის თქმა ჩემთვის ძალიან რთულია. ზოგადად, ქვეყნის მოსახლეობა უკვე ძალიან დაზარალდა. თუ ლარის კურისის ვარდნა გაგრძელდა პრობლემა რომელიც შეიძლება შეიქმნას არის ის, რომ ქვეყანაში შეიძლება დაიწყოს ე.წ. საკრედიტო კრიზისი, ანუ ადამიანებმა რომელთაც სესხი აქვთ გამოტანილი ვეღარ შეძლონ ამ სესხების დაბრუნება. შესაბამისად ფინანსურ ინსტიტუტებს შეექმნათ ამის გამო პრობლემა, ჩამოიშალოს ფინანსური ინსტიტუტები, რაც სერიოზულად დაარტყამს ქვეყნის ეკონომიკას. რამდენად ვდგავართ ამ საფრთხის წინ დღეს, ამ ლარის კურსის პირობებში  რთული სათქმელია ჩემთვის და მგონია, ნებისმიერ ადამიანს გაუჭირდება. ამის ანალიზი შეუძლია გააკეთოს ეროვნულმა ბანკმა და უნდა გააკეთოს, რადგან მას გაციებით მეტი ინფორმაცია აქვს“. – აცხადებს ჯაფარიძე.

გამოსავალზე საუბარი პარტიის ლიდერ უჭირს, თუმცა მოჰყავს მსოფლიოს ისტორიიდან მაგალითები, როდესაც ქვეყნებმა სწორი ეკონომიკური პოლიტიკის მეშვეობით შეძლეს კრიზისების დაძლევა.

„გარკვეულმა ქვეყნებმა შეძლეს მოკლე პერიოდში თავი დაეღწიათ ეკონომიკური პრობლემებისთვის. ასეთებია: გერმანია მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ, ირლანდია მე-20 საუკუნის შუა პერიოდიდან და სხვა.“

„მეტრონომი“ მმართველი კოალიციის წევრ გია ჟორჟოლიანსაც ესაუბრა. უმრავლესობის დეპუტატი უნისონში იმეორებს თანაპარტიელების ნარატივს და კვლავაც რეგიონში არსებულ კრიზისზე საუბრობს.

„თქვენ ალბათ კარგად იცნობთ რეგიონში არსებულ ვითარებას, თუ არ იცნობთ სასურველია გაიცნოთ. ვალუტა გაუფასურდა რეგიონში: აზერბაიჯანში, თურქეთში, რუსეთში  და სხვა. ლარის გაუფასურება ამ ქვეყნებთან შედარებით მოხდა შედარებით ნაკლებად. გლობალურია სამყარო და სხვა ეკონომიკებთან მჭიდრო კავშირი გვაქვს და აღნიშნული ტენდენციები ერთმანეთზე ზემოქმედებს. ჩემი აზრით, ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი სწორედ ესაა“. – აცხადებს ჟორჟოლიანი.

საქართველოში, როგორც წესი, სხვადასხვა პოლიტიკური ძალები განსხვავებულ ჭრილში განიხილავენ მოვლენებს. ვალუტის გაუფასურება, რომელიც ერთ წელზე მეტია შეუქცევადი პროცესია ქვეყანაში, სერიოზულ პრობლემებს უქმნის მოსახლეობას. მალე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე თანამდებობას დატოვებს და სავარაუდოდ ხელისუფლებაც სავალუტო რეზერვებზე აპელირებას შეწყვეტს.

როგორ უპასუხებს ახალი პრემიერის ძველი მთავრობა სავალუტო გამოწვევას, რაც ეკონომიკური ფაქტორებით უფროა გამოწვეული, ვიდრე საერთაშორისო ვითარებით, ამას მალე ვნახავთ.

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....