ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა კიევის ასაღებად ყველაზე ბრძოლისუნარიანი დანაყოფები მომართა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლებში ფრონტის ხაზებზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ფეისბუქზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, რუსული ჯარები აგრძელებენ თავდასხმის მცდელობებს ოკუპირებული ყირიმიდან, რომ სახმელეთო კონტროლი დაამყარონ მარიუპოლზე, შტურმით აიღონ კიევი და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციული საზღვრები – “თუმცა, რუსებს არაფერი გამოსდით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

გენშტაბის ინფორმაციით, ახლა რუსეთს მთელი ძალები კიევისკენ აქვს მიმართული, რომლის ასაღებადაც, ძალები გადააჯგუფა.

“კიევის შტურმით აღების მცდელობაში რუსეთმა თავისი ყველაზე ბრძოლისუნარიანი დანაყოფები მომართა: რამზან კადიროვის სახელობის რუსეთის გვარდიის პოლკი, “კუზბასის” სპეცდანიშნულების რაზმის 27-ე ბრიგადა, სპეცნაზის Витязь 604-ე ცენტრი და დაქირავებულ მებრძოლთა ქვედანაყოფები კერძო სამხედრო კომპანიიდან “ლიგა” (ყოფილი “ვაგნერი”).

როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აღნიშნავს, რუსი მებრძოლების ტემპი მნიშვნელოვნად არის შენელებული.

“მოწინააღმდეგის მორალური შემართება ძალიან დაბალია. ცოცხალი ძალებისა და ტექნიკის დიდმა დანაკარკებმა მებრძოლების დემორალიზება გამოიწვია და სულ უფრო იმატებს დეზერტირობის შემთხვევები”, – აღნიშნავენ გენშტაბში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების უახლესი ინფორმაციით, საერთო ჯამში, განადგურებულია ოკუპანტების ათობით ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა, 52 საბრძოლო თვითმფრინავი, 69 ვერტმფრენი და ასევე ჩამოგდებულია სხვა მცირე სამიზნეები.

რუსეთი უკრაინაში უკვე მე-13 დღეა, სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.

იტვირთბა....