განადგურდა ათობით რუსული რაკეტა, 52 საბრძოლო თვითმფრინავი, 69 ვერტმფრენი, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
“რუსების მიერ სხვადასხვა მიმართულებიდან ნასროლი ბევრი რაკეტა ვერ აღწევს სამიზნეს სახელმწიფოს საჰაერო თავდაცვის წყალობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, 7 მარტის დღის განმავლობაში მოწინააღმდეგის ერთი ვერტმფრენი და სამი ავია გამანადგურებელი ჩამოაგდეს.
ერთი მათგანი ხარკოვის რეგიონში უკრაინის ეროვნული გვარდიის წვევამდელმა ჩამოაგდო, დანარჩენი ორი კიევთან საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფმა და უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების გამანადგურებელმა თვითმფრინავმა.
„საერთო ჯამში, განადგურებულია ოკუპანტების ათობით ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა, 52 საბრძოლო თვითმფრინავი, 69 ვერტმფრენი და ასევე ჩამოგდებულია სხვა მცირე სამიზნეები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.