ოკუპანტების მიერ განადგურებულ ქალაქებს რუსეთის ნებისმიერ ქალაქზე უკეთესს გავხდით, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისივე თქმით, სიძულვილი არ ახასიათებთ, ამიტომ მისი კვალი მათთან არ დარჩება.
“მისი კვალი არ იქნება. სიძულვილი ჩვენზე არ არის და ამიტომ მტრის კვალი არ დარჩება. ყველაფერს მოვაგვარებთ. ჩვენ ჩვენს ქალაქებს, რომლებიც დამპყრობელმა გაანადგურა, რუსეთის ნებისმიერ ქალაქზე უკეთესს გავხდით”, – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, განადგურდა ათობით რუსული რაკეტა, 52 საბრძოლო თვითმფრინავი, 69 ვერტმფრენი.