მოძრაობა “სირცხვილიას” ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის დასრულების შემდეგ პოლიციამ 7 სამოქალაქო აქტივისტი დააკავა.
“მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ სრულიად უმიზეზოდ დააკავეს მოძრაობის 4 წევრი: გიორგი მჟავანაძე, გიგა მაქარაშვილი, ნოდარ რუხაძე და ზუკა ბერძენიშვილი. პოლიციამ ასევე დააკავა გვანცა პერტია, ნატა ფერაძე და ბაჩი ვალიშვილი”, – ნათქვამია სირცხვილიას განცხადებაში.
სამართალდამცველები დაკავების ძირითადად მიზეზად აცხადებენ, რომ აქტივისტებმა მათ ტუალეტის ქაღალდები ესროლეს და ამით საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვიეს.