მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ბატიაშვილი: ჩვენ ნამდვილად მოვესწრებით რუსეთის იმპერიის დანგრევას, აფხაზეთიც დაბრუნდება, სამაჩაბლოც

[su_quote]რა თქმა უნდა, ბოლოს ყველა იმპერია დაინგრევა. მაგრამ პუტინმა უკრაინაში შეჭრით ძალიან დააჩქარა ეს პროცესი.
დღეს უკრაინაში კვდება და სამარდება რუსეთის იმპერია და რაც უფრო დიდხანს იომებს იქ, მით უფრო მალე დასრულდება.
მაგრამ კვდება ისე, როგორც ყველა სხვა ურჩხული, რომელიც სიკვდილის წინ უამრავი საზიზღრობის ჩადენას ცდილობს.
იმპერია კვდება განწირულის წივილით, კვდება კივილით.
რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ჩვენ ნამდვილად მოვესწრებით მის დანგრევას.
აფხაზეთიც დაბრუნდება, სამაჩაბლოც…
ნატოშიც ვიქნებით და ევროკავშირშიც…
მაგრამ ეს მარტივად არ მოხდება და არც არავინ იფიქროს, რომ ამით ისტორია დასრულდება.
რეალური ბრძოლები უკეთესი საზოგადოების, უკეთესი სახელმწიფოს შექმნისთვის ჯერ კიდევ წინ გვაქვს[/su_quote]

წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი.

იტვირთბა....