ჰაკერული დაჯგუფება Anonymous აცხადებს, რომ კიბერთავდასხმები ბელარუსისა და საქართველოს მთავრობებზეც განხორციელდება.
აღნიშნულ ინფორმაციას ჰაკერული დაჯგუფება “ტვიტერზე” ავრცელებს.
“თავდასხმები განხორციელდება ბელორუსის და საქართველოს მთავრობებზეც, ჩვენი ყველა ქმედების საჯაროდ გაზიარება არ შეიძლება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ზოგიერთ მათგანს გავასაჯაროებთ. შეტევები რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგაც გაგრძელდება. ყველა მათგანი ჩვენი სამიზნეა”, – ნათქვამია Anonymous-ის განცხადებაში.