ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რუსეთმა საქართველო არამეგობრული ქვეყნების სიაში არ შეიყვანა

რუსეთის მთავრობამ გამოაქვეყნა იმ სახელმწიფოების სია, რომლებიც რუსეთის, მისი კომპანიებისა და მოქალაქეების მიმართ „არამეგობრულ ქმედებებს“ ჩადიან, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სიაში შედიან: აშშ, კანადა, ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, მონტენეგრო, შვეიცარია, ალბანეთი, ანდორა, ისლანდია, ლიხტენშტაინი, მონაკო, ნორვეგია, სან-მარინო, ჩრდილოეთი მაკედონია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, მიკრონეზია, ახალი ზელანდია, სინგაპური და ტაივანი.

ოკუპანტი ქვეყნის მთავრობის განცხადებით, აღნიშნულმა ქვეყნებმა დააწესეს ან შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შემდეგ.

გარდა ამისა, რუსეთის მოქალაქეები და კომპანიები, თავად სახელმწიფო, მისი რეგიონები და მუნიციპალიტეტები, რომლებსაც აქვთ სავალუტო ვალდებულებები უცხოელი „არამეგობრული“ ქვეყნების წარმომადგენელი კრედიტორების მიმართ, მათ რუბლში გადახდას შეძლებენ. ახალი დროებითი პროცედურა ვრცელდება კრედიტებზე, რომელიც თვეში 10 მილიონ რუბლზე მეტ გადასახადს არ აღემატება.

2021 წლის რუსეთის მიმართ „არამეგობრული“ ქვეყნების სიაში საქართველოც იყო, თუმცა წელს ოკუპანტებმა სიიდან „ამოგვშალეს“.

მთავრობის პრესსამსახურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ამ სამუშაოს მთავარი მიზანია გარე სანქციების ზეწოლის პირობებში ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა“.

რეზოლუცია მიღებულ იქნა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებულების შესასრულებლად „რუსეთის ფედერაციის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად დამატებითი დროებითი ეკონომიკური ზომების შესახებ“.

იტვირთბა....