aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“ხალხს პურს და წამლებს ურიგებდა” – ოკუპანტებმა გოსტომელის თემის ხელმძღვანელი მოკლეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსებმა გოსტომელის თემის ხელმძღვანელი, იური პრილიპკო ხალხისთვის პურის და წამლების დარიგების დროს მოკლეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქალაქის ხელმძღვანელი ორ ძმასთან ერთად იმ დროს მოკლეს, როდესაც ხალხს პურსა და წამლებს ურიგებდნენ.

“გოსტომელის თემის თავმჯდომარე, იური ილიჩ პრილიპკო გარდაიცვალა, მშიერებს პურს ურიგებდა, ავადმყოფებს წამალს, დაშავებულებს მკურნალობდა და სასოწარკვეთილებს ანუგეშებდა. არავინ აიძულებდა მას ოკუპანტების ტყვიების ქვეშ გასულიყო. მას შეეძლო, ისევე როგორც ასობით სხვას, სარდაფში ჩამჯდარიყო. და ვინ გააკრიტიკებდა?! მაგრამ მან იცოდა, რომ მისი იმედი ჰქონდათ და სჯეროდათ”, – წერს ადგილობრივი მედია.

BBC-ის ცნობით, რუსეთი აცხადებს, რომ ცეცხლს შეწყვეტს, რათა მშვიდობიანმა მოქალაქეებმა ევაკუაცია შეძლონ.

იტვირთბა....