ახალი ამბები კორონავირუსი

გამყრელიძე: პიკი გადავიარეთ, მაგრამ არ გავთამამდეთ, დაიცავით რეკომენდაციები

[su_quote]მეექვსე ტალღა არ დამთავრებულა, პიკი გადავიარეთ უკვე. ეს ეტყობა სამედიცინო დაწესებულებებისადმი მიმართვიანობასაც. დღეს უკვე სტაციონარში მოთავსებულ ადამიანთა რაოდენობა 3 000-ს ჩამოცდა, აქტიური შემთხვევები გვაქვს 54 000, პიკზე გვქონდა 200 000-ზე მეტი, მაგრამ რომ ვთქვათ, მეექვსე ტალღა დასრულდა, ამის უფლება არ გვაქვს.

მოსახლეობა არ უნდა გათამამდეს და რეკომენდაციები აუცილებლად უნდა დაიცვას. ეს გახლავთ პირველ რიგში პირბადის ტარება, დიდი თავშეყრების თავიდან აცილება, დისტანცია, ჰიგიენის დაცვა და აცრები, რაც ძალიან შემცირებულია.[/su_quote]

 

 

“პირველი არხის” ცნობით, აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

იტვირთბა....